არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკოსების რიტორიკა სულ უფრო მძაფრდება.
საკუთარი საარჩევნო ხედვების და დაპირებების გაცნობის პარალელურად ოპოზიციური პარტიები ხელისუფლების სხვადასხვა გადაწყვეტილების მწვავე კრიტიკითაც არიან დაკავებულები. საარჩევნო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა „კოვიდ-19“-ის პანდემიის მართვაა. საარჩევნო პროგრამებთან ერთად ქალაქებსა და რეგიონებში სიების და მაჟორიტარობის კანდიდატთა პრეზენტაცია გრძელდება.