თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები – საბა ბუაძე, ანა გოგოლაძე და ლილე ლიპარტელიანი იპოდრომის ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობას შეხვდნენ. დეპუტატები აცხადებენ, რომ მშენებლობა უკანონოა და სარჩელით სასამართლოსაც მიმართეს. განხილვა 27 სექტემბერს არის დაგეგმილი. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“, „ერთიანობა_ნაციონალურ მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები ამბობენ, ყოფილი იპოდრომის ტყის ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, რეკრეაციულ ზონას სრულად გაანადგურებს. საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ და თბილისელებისთვის მწვანე სივრცის შენარჩუნებას შეეცდებიან.