როგორი ხედვები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით – დიპლომატიურ მისიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს საკუთარი გეგმები და საარჩევნო პრიორიტეტები „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელის“ წარმომადგენლებმა გააცნეს. ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ხედავენ საქართველოს ევროპულ მომავალს და რა ნაბიჯების გადადგმას მიიჩნევენ მართებულად შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში იმისათვის, რომ საქართველო საბოლოო მიზნამდე – ევროკავშირის წევრობამდე მივიდეს.