2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკურმა პარტიებმა საერთო ჯამში 27 270 568 ლარი დახარჯეს. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი თანხა – 17 600 948 ლარი პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დახარჯა. 2 078 378 ლარი დახარჯა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, 1 523 360 ლარი – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, 1 484 891 ლარი – პარტიამ „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“.
რაც შეეხება შემოწირულებებს, აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულმა შემოწირულებამ ჯამში 16 418 892 ლარი შეადგინა.