პარლამენტის თავმჯდომარე აუდიტის სამსახურს რეაგირებისთვის მიმართავს.
საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი ქართულ პოლიტიკაში გრანტის სახით გაფორმებული და კანონდარღვევით მოპოვებული უცხოური ფულის მოძრაობაზე იწყებს საუბარს. „გირჩი – ზურა ჯაფარიძე“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ – ეს ის პარტიებია, რომლებსაც შალვა პაპუაშვილი უცხოეთიდან კანონის გვერდის ავლით მიღებული დაფინანსების ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ძალადობის ხელშესაწყობად გამოყენებაში ადანაშაულებს. თანხის მიმღებად ის არასამთავრობო ორგანიზაციები სახელდება, რომლებიც პარლამენტის სპიკერის მტკიცებით, მითითებული პარტიების მიერაა შექმნილი. აუდიტის სამსახურთან ერთად საკითხით დაინტერესებას მმართველი გუნდი დონორ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც სთხოვს. პაპუაშვილის განცხადების შემდეგ ოპოზიციურ პარტიებს განმარტებების რეჟიმში უწევთ ყოფნა.
თამუნა წიკლაური არკვევდა, დაინტერესდება თუ არა პარლამენტის სპიკერის მიერ გაშიფრული სქემით მაკონტროლებელი უწყება.