„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს.
მიმოხილვა 2019 წელს მოიცავს და 19 პარტიის მიერ წარდგენილ ფინანსურ დეკლარაციებს ეყრდნობა. ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს „ქართული ოცნება“ კვლავაც ყველაზე მდიდარ პარტიად დასახელდა და თითქმის 10-მილიონიანი დაფინანსებით უკონკურენტო უპირატესობით სარგებლობდა. ყველაზე მაღალშემოსავლიან პარტიათა სამეულში ასევე შედიან: 1 676 618 ლარით „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და 1 643 099 ლარით „ევროპული საქართველო“. მთავარ პრობლემად არასამთავრობო ორგანიზაციაში შემოწირულობების საკითხს ასახელებენ და ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში მმართველი პარტიის შემომწირველი კომპანიები მსხვილ ტენდერებს იგებენ. ასევე ხშირია ერთმანეთთან დაკავშირებულ პირთა ჯგუფის მიერ შემოწირულობები.