მოლდოვის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი მოსახლეობის მიერ მინიჭებული მანდატის პრაქტიკაში გამოყენებას იწყებს. მაია სანდუმ პოლიტიკური ორიენტირების ნაწილი უკვე განსაზღვრა, რაც ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციასა და დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანას გულისხმობს. მოლდოვის არჩეულ პრეზიდენტს უკვე შეხვდა პირველი დაბრკოლებები. პარლამენტის უმრავლესობაში მყოფი დამარცხებული ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის პარტიამ, მაია სანდუს უფლებამოსილების ნაწილი შეუზღუდა. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ მოლდოვის საკანონმდებლო ორგანოში ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.