ისრაელში პოლიტიკური დაძაბულობა ღრმავდება.
მოქმედი პრემიერ-მინისტრი ისრაელის ისტორიაში პირველი ლიდერია, რომლის წინააღმდეგ თანამდებობაზე ყოფნის დროს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიება ბენიამინ ნეთანიაჰუს ქრთამის აღებას და თაღლითობას ედავება. პოლიტიკური მეტოქეები ნეთანიაჰუს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებენ.
ბენიამინ ნეთანიჰუ ისრაელის პოლიტიკაში 2009 წლიდან დომინირებს, თუმცა მიმდინარე წელს მან სამთავრობო კოალიციის ფორმირება უკვე ორჯერ ვერ შეძლო, რამაც ისრაელის პოლიტიკური ქაოსი გააღრმავა. ახლა პოლიტიკური სტაბილურობის მანდატი პრეზიდენტის მხრიდან „ქნესეთს“ აქვს მინიჭებული.