გერმანია პოლიტიკური კრიზისის ზღვარზე.
რამდენიმე თვიანი ეკონომიკური სირთულეების და შიდა დაპირისპირების შემდეგ კანცლერის გადაწყვეტილებამ ქვეყანაში პოლიტიკური სურათი შეცვალა. კოალიციური მთავრობა ჩამოიშალა. ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ „მწვანეებთან“ ერთად უმცირესობაში აღმოჩნდა. ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. მიზეზი კანცლერსა და ფინანსთა მინისტრს შორის რამდენიმე თემაზე, მათ შორის უკრაინის დახმარების საკითხზე და ეკონომიკურ რეფორმებზე უთანხმოებაა, რის გამოც შოლცმა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. პასუხად „თავისუფალმა დემოკრატებმა“ 2021 წელს შექმნილი კოალიცია დატოვეს. ოპოზიცია ითხოვს, რომ მთავრობისადმი ნდობის თავიდან გამოცხადების საკითხზე პარლამენტში კენჭისყრა იანვრის ნაცვლად მომდევნო კვირას გაიმართოს.