პოლიტიკური კრიზისი გერმანიაში

ამ წუთებში გადამწყვეტი შეხვედრა მიმდინარეობს გერმანიის კანცლერის კაბინეტში.

დახურულ კარს მიღმა ანგელა მერკელი შინაგან საქმეთა მინისტრს ხვდება, რომელიც მისი მოკავშირე პარტიის ლიდერია.

სწორედ ამ აუდიენციის შედეგებზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ბუნდესტაგში უმრავლესობის გარეშე.

უთანხმოების მიზეზი საიმიგრაციო პოლიტიკაა, რაზეც ლიდერებს მკვეთრად გასხვავებული პოზიციები აქვთ.