ჩვიდმეტთვიანი მუშაობის შემდეგ, ავსტრიის კოალიციური მთავრობა დაშლილია.
მიზეზი კორუფციული სკანდალია, რომელშიც ავსტრიის ულტრა-მემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ და რუსი ოლიგარქის ფინანსური ინტერესები იკვეთება. ავსტრიის კანცლერმა სამთავრობო კოალიციის უმცროსი პარტნიორი რეფორმების შეფერხებაში დაადანაშაულა და პრეზიდენტს მინისტრების გადაყენების წინადადებით მიმართა.
ავსტრიის ახალგაზრდა კანცლერი სკანდალისგან დისტანცირებას ცდილობს, თუმცა დასავლური მედია ვარაუდობს, რომ მალე დღის წესრიგში მთავრობის მეთაურის პოსტიდან გადაყენების საკითხიც დადგება.