პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ განცხადება

ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე აცხადებენ, რომ საქართველოში მიგრაციული პროცესები საგანგაშო სახეს იღებს. მათი ინფორმაციით, ქვეყანა ფაქტობრივად იცლება და შრომისუნარიანი მოქალაქეები საქართველოს ტოვებენ, მათ ადგილს კი უცხო ქვეყნის მოქალაქეები იკავებენ. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, გასულ წელს საზღვარგარეთ დარჩა საქართველოს 46 397-ით მეტი მოქალაქე, ვიდრე დაბრუნდა. მმართველი გუნდი ოპონენტების სტატისტიკას არ ენდობა და აცხადებს, რომ ისინი დემაგოგიას მიზანმიმართულად ეწევიან.