ერთ-ერთი თემა, რის გამოც პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის უთანხმოება კიდევ უფრო მწვავდება, პატიმრების შეწყალებას უკავშირდება.
გუშინდელ დემარშამდე გიორგი მარგველაშვილს ამ თემაზე უმრავლესობის ლიდერებმა მწვავე კითხვები საპარლამენტო მოხსენების დასრულებისთანავე დაუსვეს. მმართველ გუნდში შეწყალების აქტების რაოდენობა აეჭვებთ და საკონსტიტუციო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე მიანიშნებენ.
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ შესაძლო კორუფციის ნიშნები დღეს უკვე თბილისის მერმაც ახსენა. საპასუხოდ ავლაბრის სასახლიდან „ქართულ ოცნებას” უმრავლესობის წევრთა იმ რეკომენდაციებზე მიუთითეს, რომლებიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, პარლამენტიდან სწორედ კონკრეტული პატიმრების შესაწყალებლად მიიღეს.