უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო დღეს საქართველოს პარლამენტის სხდომა. პოლიტიკური დებატები კი მწვავე განცხადებებით. ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრის განცხადებები გააკრიტიკა, რასაც უმრავლესობის პასუხი და ურთიერთბრალდებები მოჰყვა. გაისმა გინებაც.