პარლამენტისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა.
საკანონმდებლო ორგანოში ხმაური იყო დილითაც. პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატები მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა. დღის წესრიგის მთავარი თემა „ქართული ოცნების“ მიერ რუსთაველის გამზირზე გუშინ მოწყობილი საყოველთაო-სახალხო შეკრება იყო. ოპოზიციამ ხელისუფლება საზოგადოების დაყოფაში და პოლარიზების გაღრმავებაში დაადანაშაულა. ისმოდა შეურაცხმყოფელი ეპითეტები გუშინდელ აქციაზე მისულ მოქალაქეთა მისამართით.
გუშინდელი შეკრება საკუთარი პოლიტიკური ძალის მიმართ მხარდაჭერის ზრდის დასტურია მმართველი გუნდისთვის.