პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში

ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებული ცვლილებები ერთადერთი არ არის, რომელიც დავის საგანი გახდა.

ბოლო პერიოდში მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივების გამო დღევანდელმა პლენარულმა სხდომამ ხმაურიანი დებატების ფონზე ჩაიარა. მწვავე ურთიერთბრალდებებში გადაიზარდა სოციალურ თემებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც. სურსათის ფასებზე აქცენტირების საპასუხოდ მმართველმა გუნდმა ყოფილ სახელისუფლებო პარტიას მათი მმართველობის დროს მიღებული კანონი შეახსენეს.