პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში

სწორედ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული მოლოდინი იყო პარლამენტში გამართული დღევანდელი დებატების მთავარი თემა.

პლენარულ სხდომაზე არაერთი ხმაურიანი განცხადება გაკეთდა, იყო მწვავე ურთიერთბრალდებებიც. სტატუსის მოსაპოვებლად წელიწადნახევრის განმავლობაში ჩატარებულ სამუშაოებს ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვანაირად აფასებენ და ერთმანეთს პროცესის საბოტაჟში ადანაშაულებენ. მმართველი გუნდი ოპტიმისტურ მოლოდინს რეფორმებით და ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციით ამყარებს. ოპონენტები კი სტატუსზე გადაწყვეტილებას მხოლოდ ხალხის დამსახურებით და შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარებით ხსნიან.