პოლიტიკური დებატები პარლამენტში და მთავარი აქცენტები. პოლარიზებული გარემო, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა, საკრებულოებში მიმდინარე პროცესები და ეკონომიკური გამოწვევები, – ამ მიმართულებებზე ისაუბრეს დღეს საკანონმდებლო ორგანოში. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ოპოზიციამ, მათ შორის „ლელომ“ ბოიკოტი შეწყვიტა და სადეპუტატო საქმიანობაში ჩაერთო.