პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო პარლამენტის სხდომაზე. საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. პოლიტიკური დებატები ურთიერთბრალდების რეჟიმში მიმდინარეობდა და დეპუტატების განცხადებების უდიდესი ნაწილი „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ და უკვე პარლამენტიდან გაწვეულ კანონპროექტს ეხებოდა.