ხმაურიანი დებატების და ურთიერთბრალდებების ფონზე ჩაიარა პარლამენტის დღევანდელმა პლენარულმა სხდომამ.
სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ 10-წლიანი მმართველობის შეჯამება დაიწყო. განცხადებების მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება და რამდენიმე სადავო პუნქტი იყო. მათ შორის დეოლიგარქიზაციის პუნქტი, რომლის აღსასრულებლად მმართველი გუნდი და ოპოზიციის ნაწილი სხვადასხვა კანონპროექტს ამზადებს. ღიად რჩება პირველი, ანუ დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულებაც. პოლარიზაციის დაძლევის გზა ოპონენტების ერთი ნაწილისთვის მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე გადის.