აქციების რეჟიმზე გადასულმა საპარლამენტო ოპოზიციამ დღევანდელ პლენარულ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.
დარბაზში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები ისხდნენ. სხდომამ მწვავე პოლიტიკური განცხადებების ფონზე ჩაიარა. განხილვის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩაგდების შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები იყო. დებატებში აქტიურობდნენ ის მაჟორიტარი დეპუტატებიც, რომლებმაც 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონ-პროექტს მხარი არ დაუჭირეს.