გიორგი გახარიას გუნდის წევრები მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც მათ პარტიას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი დააფინანსებს.
გახარიას გუნდში განმარტავენ, რომ როდესაც პარტია დაფუძნდება, გაჩნდება შემოწირულობების თუ დაფინანსების სამართლებრივი საფუძვლები და ეს იქნება გამჭირვალე პროცესი. როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, ახლა ფეიკ-ნიუსების გავრცელებით, გახარიას გუნდის დისკრედიტაციას ცდილობენ.
გახარიას პარტიის შესაძლო დამფინანსებლებზე მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.