ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე,  ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას მიმართავს, რომ მან საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ყველა იმ კორუფციულ სქემაზე, რომელიც მერიის საქმიანობას უკავშირდება. ანი წითლიძე ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ყველა იმ  დანაშაულზე, რომელიც  მერმა და ვიცე-მერმა ჩაიდინეს, საკრებულოს ეკისრება. Ⴌაციონალური მორაობის წარმომადგენელმა, ასევე, მერიის ყველა სამსახურის და აიპ-ის ხელმძღვანელების მიერ შესრულებული სამუშაოების შესწავლა მოითხოვა. ბრალდებებს მამუკა წოწერიამ უპასუხა. მისი თქმით, საკრებულომ მერიის მიერ შემოტანილ  ყველა განცხადებას აუქციონის შესახებ კანონის სრული დაცვით დაუჭირა მხარი. წოწერიამ ასევე განმარტა, რომ აუქციონზე გატანილი ყველა შენობა, მიწის ნაკვეთი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ იყო შეფასებული.