სწორედ სამთავრობო ცვლილებებმა და პრემიერის გადადგომამ ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის დღის წესრიგი შეცვალა.
პრეზიდენტმა ტრიბუნა მწვავე პოლიტიკური შეფასებებისთვის გამოიყენა და გიორგი კვირიკაშვილის წასვლის გამო, მმართველი გუნდისგან განმარტებები მოითხოვა.
გიორგი მარგველაშვილის მსგავსად, პრემიერობის კანდიდატად პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წარდგენას ითხოვდა ოპოზიციის დიდი ნაწილიც.
ხელისუფლების ოპონენტები პრემიერ-მინისტრის შეცვლის მიზეზებზეც საუბრობენ და გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას სამი გარემოებით ხსნიან.