მძიმე ურთიერთბრალდებების ფონზე პოლიტიკური დიალოგი დაიწყო.
უკვე მეორედ ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების განმუხტვას დიპლომატიური კორპუსი ცდილობს. ამერიკის და ევროკავშირის ელჩების მედიატორობით გამართულ პირველ შეხვედრაზე ორივე მხარემ საკუთარი პოზიცია და მოთხოვნები დააფიქსირა. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნები და ცესკო-ს თავიდან დაკომპლექტება. კომპრომისული შეთანხმება ორივე მხრიდან დათმობებს გულისხმობს, თუმცა ოპონენტები დათმობას ახლა სწორედ მმართველი გუნდიდან ელოდებიან. ამომრჩევლის ნების რევიზია არ მოხდება -ასეთია „ქართული ოცნების“ გზავნილი.