მედიაცია ევროკავშირის ჩართულობით – დღე მეშვიდე.
დიდი ალბათობით, დღევანდელი რაუნდი გადამწყვეტი უნდა იყოს. ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან კრისტიან დანიელსონის შეხვედრა მეშვიდე საათია გრძელდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების შემდეგ, ორივე მხარის მონაწილეობით, ეს უკვე მეორე შეხვედრაა. გუშინდელი ხანგრძლივი და რთული რაუნდის შემდეგ ვიცით, რომ მთელ რიგ საკითხებზე პოზიციები დაახლოებულია, თუმცა ჯერ ისევ რჩება შეუთანხმებელი თემები. მართალია, დეტალებზე არცერთი მხარე არ საუბრობს, თუმცა მინიშნებებით რთული მისახვედრი არ არის, რაზე ვერ ხერხდება პოზიციების დაახლოება – ეს არის ვადამდელი არჩევნები, რაზეც ხელისუფლების პოზიცია არ შეცვლილა და მელია-რურუას გათავისუფლება. ფაქტია ისიც, რომ ოპოზიციის ნაწილში რიტორიკა შერბილებულია, რაც კომპრომისული შეთანხმების პერსპექტივას ზრდის.
სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს, ვინ რა პოზიციის და განწყობით შევიდა დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებიც ესწრებიან.