მედიაციის მეექვსე დღეს ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებათა ერთ მაგიდასთან დაჯდა.
ოთხსაათიანი შეხვედრის შემდეგ ირკვევა, რომ პოზიციები გარკვეულ საკითხებზე დაახლოვდა, თუმცა შეთანხმება ჯერ არ არსებობს. დიალოგი ხვალ გაგრძელდება. ოპოზიცია დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა ნაწილი ხაზს უსვამს, რომ ვადამდელი არჩევნები და მელია-რურუას საკითხი განსახილველ თემებს შორისაა. ცალკეულ ლიდერთა ლექსიკაში გაჩნდა ფრაზა „მნიშვნელოვანი კომპრომისები“. თუ ბრიუსელში გუშინ გაკეთებულ განცხადებებს გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ კრისტიან დანიელსონმა დიალოგში ჩართულებს დღეს კრიზისის დაძლევის კონკრეტული წინადადებები გააცნო. როგორც ჩანს, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის შეთავაზება მიუღებელი აღმოჩნდა შალვა ნათელაშვილისთვის, რომელმაც შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. თუ მის განცხადებას დავეყრდნობით, შვედმა დიპლომატმა მხარეებთან საუბარი პარლამენტში შესვლით და რეფორმებზე საუბრით დაიწყო.
ძალიან რთული და მძიმე შეხვედრა, – ასე აფასებს ოპოზიცია დღევანდელ მოლაპარაკებებს, დეტალებს სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს.