უკრაინაში განვითარებული პროცესები, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი და სოციალური მიმართულება, – ამ საკითხებზე პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართა. საკანონმდებლო ორგანომ დღევანდელი პლენარული სხდომით საგაზაფხულო სესია გაიხსნა და ოფიციალურად საქმიანობა განაახლა.
პოლიტიკური დებატები ამ წუთებშიც გრძელდება.