პოლიტიკური დებატებით გაიხსნა მე-10 მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა კვლავ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში რჩება. „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ დეპუტატები სხდომებს არ ესწრებიან. საკითხზე დღეს ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარემ გაამახვილა და ოპოზიციონერი კოლეგები გააკრიტიკა. პოლიტიკური დებატებისას დეპუტატების მთავარი აქცენტი 26 ოქტომბრის არჩევნებსა და მიმდინარე პოლიტიკური საკითხებზე გაკეთდა.