მიმდინარე პოლიტიკური პროცესები იყო მთავარი თემა, რაზეც დღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა პოლიტიკური განცხადებებისთვის განკუთვნილი დრო გამოიყენეს. პარლამენტის სხდომის დაწყება მხოლოდ მესამე რეგისტრაციიდან მოხერხდა. ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმშია, დამსწრე ოპოზიციის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს, უმრავლესობის წევრების რაოდენობა კი პირველი ორი რეგისტრაციის დროს კვორუმის მოსაგროვებლად არ იყო საკმარისი. პოლიტიკურ დებატებზე დეპუტატებმა ამ საკითხზეც ილაპარაკეს. ასევე განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტის არჩევნებზე, სადავო კანონზე, კამათის მიზეზი გახდა ოპოზიციის ბრალდება, „ქართული ოცნება“ მათ სამოქალაქო აქტივისტებზე ძალადობაში დაადანაშაულეს.