ხმაურიანად ჩაიარა პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიშის პრეზენტაციამ.
გასული წლის საქმიანობის შეჯამება და მიმდინარე წლის გეგმებზე საუბარი მწვავე პოლიტიკურ დებატებში გადაიზარდა. მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოსვლები ერთმანეთის მწვავე კრიტიკისთვის და მძიმე ურთიერთბრალდებებისთვის გამოიყენეს. სიტუაცია დარბაზში განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც კითხვა ხელისუფლებისგან ძალადობის წახალისებაზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე დაისვა. შალვა პაპუაშვილის განსაკუთრებით მწვავე რიტორიკის მთავარ სამიზნედ კი სალომე სამადაშვილი იქცა, რომელმაც მმართველ გუნდს ძალადობრივი პოლიტიკური ჯგუფი უწოდა.