პოლიტიკოსების შეფასება “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ განცხადებასთან დაკავშირებით
“ქართული ოცნების“ დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის აზრით, “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ განცხადება, კომპანია “საქნახშირის” სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობას წარმოადგენს.
დეპუტატის შეფასებით, კომპანიამ თავის დროზე, ტყიბულის მაღაროები საკმაოდ დაბალ ფასში შეიძინეს და ვალდებულება უნდა აეღოთ და ადამიანის შრომითი უფლებები დაეცვათ.
შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, აფეთქების შედეგად, დაიღუპა ოთხი და დაშავდა ექვსი ადამიანი. შსს-ს ცნობით, შახტის გვირაბში სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად, კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.