მიხეილ სააკაშვილი შეიძლება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყოს. საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით, პარტია დეტალების გასაჯაროებას უახლოეს დღეებში გეგმავს. ყოფილ სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო ბრძოლის ავანგარდში იქნება.
ოპოზიციის ნაწილში კი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნოდ ყოველთვის ამბობს, რომ ბრუნდება საქართველოში, რასაც საკუთარი მიზნებისთვის დადებითად იყენებს „ქართული ოცნება“. მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერას არ გეგმავენ პარტია „ევროპულ საქართველოში“. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ჩადენილი დანაშაულებისთვის მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ელოდება ციხე.