პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „თიბისი ბანკის“ საქმეზე 4 მარტს იმსჯელებს.
სხდომაზე მოწვეულია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და მისი მოადგილე. დეპუტატები „თიბისი ბანკის“ საქმეზე მთავარი პროკურატურის გუშინდელ განცხადებასაც ეხმაურებიან. საპარლამენტო ოპოზიცია ბანკის მიმართ პოლიტიკური ინტერესების გატარებაზე საუბრობს, მმართველი გუნდი კი საპირისპიროს ამტკიცებს და ირწმუნება, რომ შექმნილ ვითარებაში ანაკლიის პორტის მშენებლობა არაფერ შუაშია.