საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით, პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში და გაერო-ს განვითარების ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა.