პოლიციის ათ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა

პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლის დროს სამართალდამცველების მიერ ძალის შესაძლო გადამეტებაზე პოლიციის ათ თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა. განცხადება ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.

არსებული ინფორმაციით, ორის შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები. უწყების ცნობით, სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებს იძიებს გენერალური ინსპექცია.