სასამართლო ამ წუთებში პოლიციელზე თავდასხმაში, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და მძიმე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული ორი პირისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. მათი აყვანა სპეცოპერაციის შედეგად მოხერხდა.
გამოძიების ინფორმაციით, 14 აპრილს დასავლეთ საქართველოდან თბილისისკენ მომავალი ავტომობილი, რომელშიც ბრალდებულები ისხდნენ, განზრახ დაეჯახნენ პოლიციელ დავით მიქიაშვილის ავტომობილს, რის შედეგადაც სამართალდამცველმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო. თუმცა, ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ როგორც დაკავებულები, ასევე მათი ოჯახის წევრები.
თეონა ხუბულავა დეტალებით.