პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე დაკავებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარეს. პროცესზე ორმა ბრალდებულმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა. ერთ-ერთმა ისაუბრა პირზე, რომლისგანაც ფულის სანაცვლოდ კონკრეტული დავალებები მიიღო. დანარჩენმა დაკავებულებმა კი დუმილის უფლება გამოიყენეს. ექვსივე პირი პარლამენტთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.