დავით კეზერაშვილის დაკავება და ქართული მხარისთვის გადმოცემა – დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამ ქმედებებს განიხილავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლარიზაციის დაძლევის ერთ-ერთ საშუალებად.
შალვა პაპუაშვილმა პარტნიორებს წერილით მიმართა. სპიკერი თავდაცვის ყოფილი მინისტრის დანაშაულებზე მიანიშნებს და პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოში არსებული პოლარიზაციის ხელშემწყობი სწორედ კეზერაშვილი და მიხეილ სააკაშვილი არიან. პაპუაშვილი მოუწოდებს დასავლელ პარტნიორებს, დაეხმარონ ქართულ პოლიტიკურ კლასს პოლარიზაციის დაძლევაში და ყოფილ მაღალჩინოსნებთან მიმართებით კანონის უზენაესობიდან გამომდინარე იმოქმედონ.
რა შეფასებები მოჰყვა შალვა პაპუაშვილის წერილს – მანანა დევაძე დეტალებით.