ეროვნული თანხმობისკენ მოწოდების შემდეგ პრეზიდენტმა ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყო.
სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ ძალებს ახლა უკვე ცალ-ცალკე ხვდება და შერიგებისა და თანხმობის მიღწევის საკუთარ ხედვებს უზიარებს. ორბელიანების სასახლეში მმართველი პარტიის წევრები მივიდნენ, ოპოზიციიდან კი პრეზიდენტს დღეს მხოლოდ დავით ბაქრაძე შეხვდა. იქცევა თუ არა ინიციატივა რეალობად მაშინ, როდესაც თანხმობისა და შერიგებისთვის პოლიტიკოსებს საკუთარი პირობები აქვთ. თუ ოპოზიციის ნაწილისთვის ეს პირობა პოლიტიკოსების წინააღმდეგ აღძრული საქმეების შეწყვეტა და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაა, მმართველი გუნდი შერიგების მთავარ წინაპირობად სამართლიანობის აღდგენას და მთავარი ოპოზიციური პარტიის მხრიდან დანაშაულების აღიარებას მიიჩნევს. მიწვევის შემთხვევაში პრეზიდენტთან მისვლას აპირებს „ნაციონალური მოძრაობაც“, თუმცა საკუთარი წინადადებებით. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციასთან ინდივიდუალური შეხვედრები ხვალ გაგრძელდება.