„პოეტური მოზაიკა“ – ამ სახელწოდებით კულტურის სამინისტროში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. კავკასიური მოზაიკის მიერ გამოცემული წიგნი, თანამედროვე ქართველი და ოსი პოეტების ერთობლივი კრებულია. ღონისძიებას პოეტები, მთარგმნელები, ენათმეცნიერები და დარგის სხვა სპეციალისტები ესწრებოდნენ.