მსოფლიო შეშფოთებულია და ამაზონის გადარჩენის გზებს ეძებს.
საშიშროება გლობალურია, რადგან პლანეტის ფილტვებად წოდებულ ტყეში გაჩენილი ცეცხლი ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს ქმნის. სწორედ ეს ტყე გამოიმუშავებს დედამიწის ჟანგბადის 20 %-ს. ბოლო წლების განმავლობაში წლევანდელი ხანძარი ყველაზე მასშტაბურია. მისი გაჩენის მიზეზები კი ამ დრომდე დაუდგენელია. არსებობს სხვადასხვა ვერსია, თუმცა ყველაზე ხშირად ცეცხლის განზრახ გაჩენის ვერსიაზე მიუთითებენ. სახელდება ის ფაქტორებიც, რომლებიც, ეკოლოგების აზრით, ამაზონის ტროპიკულ ტყეში ხანძრების გახშირებას იწვევს. მათ შორისაა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და ხეების მასობრივი ჩეხვა, რასაც ადგილობრივი მთავრობის პოლიტიკაც უწყობს ხელს.