პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო – პროცესი 13 ივნისამდე გაგრძელდება. აპლიკაციის ელექტრონულად შევსების შემდეგ კი, მოსწავლის ჩასარიცხად შესაბამისი დოკუმენტაცია მშობელმა ან კანონიერმა პირმა უნდა წარადგინოს. ამისთვის ვადა განსაზღვრულია 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დილის ცხრა საათიდან უკვე თერთმეტი ათასმა მოსწავლემ გაიარა რეგისტრაცია. ჯამურად 32 ათასი ბავშვი უკვე დარეგისტრირებულია პირველი, მეორე და მესამე ეტაპის ფარგლებში.