პირველკლასელთა ონლაინ-რეგისტრაცია, სავარაუდოდ, წელსაც ხმაურის ფონზე ჩაივლის. სამ ეტაპად დაყოფილი პროცესი 8 მაისს იწყება.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ განათლების სამინისტროს მიერ გამოყოფილი ადგილები საკმარისია, თუმცა, ამჯერად პრობლემას კონკრეტულ უბნებში მდებარე სკოლების გადატვირთულობა ქმნის.
რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაში ლიმიტი რეგისტრაციის დაწყებამდე უკვე შევსებულია. არის ისეთი სკოლებიც, სადაც მხოლოდ რამდენიმე ადგილია დარჩენილი. შედეგად, მშობლები იძულებულები ხდებიან, ბავშვები სხვა უბნის სკოლაში ატარონ.