პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი საზეიმოდ გაიხსნა

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი საზეიმოდ გაიხსნა. სოფელში შეკრებილ პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი სვანეთიდან ჩამოსულმა თოვლის ბაბუამ მიულოცა. თბილისს ესტუმრა სანტა-კლაუსიც, რომელიც სადღესასწაულო ღონისძიებას სასტუმრო „რედისონის“ სახურავიდან შემოუერთდა.

საახალწლო სოფელში პატარების მხიარულ განწყობაზე ელფები და აკრობატები ზრუნავდნენ. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე რამდენიმე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომერიც შესრულდა. ცერემონიას თბილისის მერი კახა კალაძე ოჯახთან და მოადგილეებთან ერთად დაესწრო.