ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ნატო-ს სტანდარტებით პირველი ქართული სამხედრო სამედიცინო სწავლება გაიმართა. GEOMEDEX 24, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სამხედრო სამედიცინო ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთის სარდლობისა და სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
საჩვენებელი სწავლების დროს განხორციელდა დაჭრილი სამხედროების საველე ჰოსპიტალში „დიდგორი მედევაკით“ ევაკუაცია, შემდეგ კი, ვერტმფრენით სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანა. ღონისძიების ფარგლებში, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ სამხედრო სამედიცინო მიმართულების განვითარებაში შეტანილი წვლილის, სწავლების წარმატებით დაგეგმვისა და აღსრულებისთვის მედლებით „ღირსეული პარტნიორი“ პოლკოვნიკი იურგენ მუნტენაარი და ვიცეპოლკოვნიკი ივონ ზიბერტი დააჯილდოვა.