ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს.
სტუდენტთა გამოსაშვები ცერემონია უმაღლეს სასწავლებელში დღეს გაიმართა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, ხელისუფლების და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ირაკლი კობახიძემ სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა. პრემიერმა აქცენტი გააკეთა უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ როლზეც და მას განათლების სექტორის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ითქვა ისიც, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარება გრძელდება, რეგიონში უპრეცედენტო ადრონული თერაპიის ცენტრის მშენებლობა კი 2026 წელს დასრულდება.