საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. „1921 წლის კონსტიტუცია იყო მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც სათუთად ინახავდა საამაყო იურიდიულ ტრადიციას პროგრესული და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ. უპირველეს ყოვლისა, იგი ქართველი ხალხის ძლიერ დემოკრატიულ მისწრაფებებს ასახავდა. საქართველოს პირველმა კონსტიტუციამ ქვეყანა ევროპულ ღირებულებათა ფართო ოჯახში მტკიცედ განათავსა, მან დანერგა არჩევნების პროპორციული სისტემის პირობებში საყოველთაო საარჩევნო უფლება, რომლითაც ქალები და მამაკაცები თანაბრად სარგებლობდნენ. ამ კონსტიტუციამ გააუქმა სიკვდილით დასჯა და ითვალისწინებდა პოლიტიკური თავშესაფრის უზრუნველყოფას და ეროვნული უმცირესობების დაცვას. როდესაც ამ დღეს საზეიმოდ ერთად აღვნიშნავთ, ვიხსენებთ ჩვენს ღრმა პარტნიორობას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს სვლას ძლიერი დემოკრატიისკენ“. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
კონსტიტუციის იუბილეს საქართველოს აშშ-ის საელჩო ულოცავს
საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე – საზეიმო სხდომა პარლამენტში #LIVE