პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კინოქრონიკა - კინოსტუდია „მემატიანეს“ ისტორიული კადრები
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ახლა, როცა ქვეყანა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 106-ე წელს მასშტაბურად ზეიმობს, ალბათ ყველაზე საინტერესოა როგორი იყო პირველი რესპუბლიკის პირველი საერო ზეიმი. ამისთვის 1919 წელში უნდა დავბრუნდეთ. კადრები, რომელიც ისტორიულ მომენტებს და არაერთ მნიშვნელოვან ფიგურას აერთიანებს, კინოსტუდია „მემატიანეს“ საცავში ინახება. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამწლიანი ისტორიის ამსახველი კინოქრონიკა, საბჭოთა საქართველოში გაუშიფრავ ფირებს შორის მოხვდა და მას მხოლოდ 80-იან წლებში მიაკვლიეს.
ანა მასხარაშვილისა და ზაზა შუკვანის რეპორტაჟი.