პირველი არხის შენობასთან აქცია გაიმართა

პირველი არხის შენობასთან დღეს აქცია გაიმართა. გიორგი ახვლედიანმა, გურამ ფალავანდიშვილმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ჯონდი ბაღათურიამ და მათმა მხარდამჭერებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან საქართველოში მიგრანტების შემოსვლის ფაქტების წინააღმდეგ გამართული აქციების გაშუქება და არხის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს. აქციის ორგანიზატორებს პირველი არხის გენერალური დირექტორი და მენეჯმენტის წევრები შეხვდნენ.

რაზე შეთანხმდნენ შეხვედრის მონაწილეები, დეტალებს ლიკა ალელიშვილი გაგვაცნობს.